სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა.

მისი თქმით, მოედანი დიდ დიღომში მდებარეობს და კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია.

"ჩვენი ინიციატივით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა თბილისის მერთან, გამგეობასთან, სკოლის მწვრთნელებთან და გამოინახა ალტერნატიული ფართი, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს. აღნიშნულ მოედანზე ბავშვები გარკვეული საათების განმავლობაში ივარჯიშებენ. იჯარას ჩვენ დავფარავთ", - განაცხადა კობიაშვილმა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ