სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ვის მისცეს ხმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში კახა ცხადაძემ და ჯაბა კანკავამ
AutoSharing Option
09:28 12-01-2016
11 იანვარს ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს. ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და "ფრანს ფუტბოლთან" ასოცირებულმა ჟურნალისტებმა უპირატესობა "ბარსელონას" ლიდერს მიანიჭეს - "ოქროს ბურთი" უკვე მეხუთედ არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაიმსახურა. მან ხმების 41,33% მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო (27,76%), ხოლო მესამეზე - მესის თანაგუნდელი ნეიმარი (7,86%).

ცნობილი გახდა, ვის მისცეს ხმები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

კახა ცხადაძის არჩევანი:
1. მესი
2. რონალდო
3. ლევანდოვსკი

ჯაბა კანკავას არჩევანი:
1. მესი
2. რონალდო
3. ნოიერი.
ქომაგი
20:22 12-01-2016
status quo:
ეტყობა შენთან არ გაიარეს კონსულტაციები)))
vaxo
12:44 12-01-2016
გამოუცნიათ თითქმის... ზუსტად იყო რეალობაშიც დალაგებული შარშანდელი წელი-ის ორი უალტერნატივოა და ნეიმარი ამათ მერე ყველას ჯობდა