სანდრო კობახიძე: ის, რაც "ოლიმპს" გაუკეთეს, დიდი სირცხვილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სტადიონის ნგრევასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ ახალი აკადემიების აშენების ნაცვლად, ძველებიც ინგრევა. ეს ის სკოლაა, რომელმაც უამრავი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გაზარდა ნაკრებისთვის. ის, რაც ხდება, ყველას ძალიან გვწყინს.

აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. ახლა, სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებულია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. ეს უბრალოდ დიდი სირცხვილია!", - გვითხრა კობახიძემ.

შეგახსენებთ,
რომ ქართველი ლეგიონერი ერთ-ერთია იმ წარმატებული ფეხბურთელებიდან, ვისაც თავის დროზე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" უვარჯიშია.