გარიგების მაღალი რისკი - ლევან კობიაშვილმა მატჩის გადადება მოითხოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხობში, პირველი ლიგის მე-16 ტურის მატჩში, ადგილობრივ "კოლხეთს" ცხინვალის "ლიახვი" უნდა მიეღო, მაგრამ 29 ნოემბერს დაგეგმილი ეს შეხვედრა არ შედგა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ხობში იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კლუბების წარმომადგენლებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს პირადად შეხვდა. მოგვიანებით კი, სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო - მიზეზი თამაშის გარიგების მაღალი რისკი გახდა.

აღმოჩნდა, რომ სფფ-ის პრეზიდენტი ხობში შეხვედრის გარიგების საფრთხის გამო ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მატჩის ირგვლივ არსებული სხვადასხვა არასპორტული გარემოების შესახებ
ინფორმირებულნი არიან შესაბამისი უწყებები.

"სამართალდამცველებს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერს სათანადოდ გამოიძიებენ და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული გარიგებული თამაშების სქემაში.

ასევე, ფედერაცია გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს.

ვაფიქსირებ საჯაროდ ჩვენს პოზიციას - უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, რადგან ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს ექნება ადგილი", - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე უცხოურ ტოტალიზატორებში საეჭვოდ დიდი თანხები იდებოდა. მაგალითისთვის "TV პირველმა" პირველი ლიგის მატჩი "სქური"-"ბეთლემი" დაასახელა. ტელეკომპანიის ცნობით, ამ მატჩზე 93 ათასი ევრო გათამაშდა. მერე კი გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით ოზურგეთის "მერცხალიც" ახსენეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზესტაფონი რომ მოხსნა გათამაშებიდან ამის გამო ფედერაციამ? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია? და მაშინ უნდა ეყოს გამბედაობა ახალს და გააუქმოს ძველის უკანონო გადაწყვეტილება. ეს თუ არ შეუძლიათ, სხვა ძირეულ პრობლემებსაც ვერ მოაგვარებენ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული