საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ გენერალურ მდივნად დავით მუჯირი დაინიშნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აღმასკომის სხდომა, სადაც ორი საკითხი იქნა განხილული.

აღმასკომმა, ხმათა უმრავლესობით, გენერალური მდივნის პოსტზე დავით მუჯირის კანდიდატურა დაამტკიცა.

რიგგარეშე ყრილობა კი 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც ახალ აღმასკომს აირჩევენ.
ასევე დაგაინტერესებთ