ფოტო-NEWS: ძველი ნაცნობები "შალკედან"

AutoSharing Option
გერმანია-საქართველოს მატჩის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონთა მეკარე მანუელ ნოიერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.

სფფ-ის პრეზიდენტი ლაიპციგში, გერმანია-საქართველოს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩს დაესწრო.

"მისტერ პრეზიდენტთან! დავემშვიდობე ლევან კობიაშვილს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "შალკეში" ჩემი თანაგუნდელი იყო.

ის ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. გუშინ ლაიპციგში ვნახე, რამაც ძალიან გამახარა", - წერს ნოიერი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ