არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

AutoSharing Option
"ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორს, არჩილ არველაძეს 3 ოქტომბრის არჩევნების შეფასება სთხოვა:

"შეფასებისგან თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ბევრი ისეთი ამბავი მოხდა, რაც გულს მტკენდა. მიმაჩნია, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა მომხდარიყო.

მთავარია, რომ მინდა, ლევანს გამარჯვება მივულოცო და ამ საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატებები ვუსურვო. ის თუ წარმატებული პრეზიდენტი იქნება, ეს მეც გამიხარდება და საქართველოსაც.

მთავარია, ბევრ მნიშვნელოვან გამოწვევასა და სირთულეს გაუძლოს. ეს მართლაც ურთულესი პოსტია, მით უფრო, საქართველოში", - ამბობს არველაძე.

საინტერესოა, აპირებენ თუ არა
არველაძეები სფფ-ის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას:

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დიდი ემოციები და დაპირისპირება იყო, ადრე თუ გვიან ეს დაძაბულობა განიმუხტება.

ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ფეხბურთში კი შემთხვევითი ხალხი არ ვართ და დიდი სურვილი გვაქვს, მის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ვითანამშრომლებთ თუ არა ახალ ხელმძღვანელობასთან, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რამდენი გულბოროტი ადამიანი ამ ქვეყანაზე. ჯერ ერთი ადამიანის ლანძღვა, ისე რომ არც იცნობ არაკაცურია. თქვე მამაცხონებულებო, ქვეყანა თავზე დაგაფხრიწეს, გაგაბითურეს, გაგამასხარავეს და ხმა არ ამოგიღიათ, რას ეცით არველაძეებს. იგივე სცენარით იწყებთ, ძველის ლანძღვა, რა დაგვიტოვა, არაფერი გაუკეთებია და ა.შ.აჰა ბურთი და ჰა მოედანი. ხომ თქვენია, გააკეთეთ საქმე თუ შეგიძლიათ.რომ გირჩევენ მავანნი ყველა გაუშვითო, დამლაგებლებიც მათ შორისო, აბა თქვენ იცით.რარაც მეეჭვება, ფილმ ,,არასერიოზულ კაცში,, გია ფერაძე რომ იძახის ,,თქვენ სულ კარგად ბრძანდებოდეთ თქვენს ოჯახებში, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვაო''. კარგია თუ ვცდები. დრო გვიჩვენებს, რომელიც ძალიან ცოტა გაქვთ.
გიორგი
10:59 08-10-2015
0
რა საქმის მკეთებლები ხართ, თქვენმა ფონდმა, შენი ძმია გენმდივნობა, ბავშვების გაყვანამ და წილებში ჩაჯდომამ კარგად დაგვანახა
^^+_
09:54 08-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული