ლევან კობიაშვილი: ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა

AutoSharing Option
ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართან გამოსვლის დროს განაცხადა.

კობიაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ემოციური დღეა.

ლევან კობიაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა, მცირე ხნით გაესაუბრა და შემდეგ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ის მეორე სართულზე აბრუნდა. მისი გულშემატკივრები ამ დრომდე რჩებიან სასტუმროს ფოიეში და კობიაშვილს გამარჯვებას ოვაციებით ულოცავენ.

3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით 18-მა ხმა ლევან
კობიაშვილს
მისცა. 15-მა - რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არცერთი.

ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.
ასევე დაგაინტერესებთ