სფფ-ის პრეზიდენტს 33 დელეგატი აირჩევს, პროცედურა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდადატებისთვის საარჩევნო ყრილობაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობას იღებს 33 დელეგატი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი მოაგროვებს ხმათა 50%+1 რაოდენობას, ანუ მინიმუმ 17 ხმას გამარჯვებული პირველივე ტურიში გამოვლინდება, ხოლო თუ 17 ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ამ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს, ხოლო მესამე გამოეთიშება.

არჩევნები ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს და მის შედეგებს ხმის დამთლელი კომისია გამოავლენს.


მანამდე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის
რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს, შესაბამისად, გია შარაბიძესა და კახა ებრალიძეს, ხმის უფლება ჩამოერთვათ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე იქნა მიღებული.

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი. თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით 35 დელეგატი იყო.

სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ