ამას არ დაგივიწყებთ - რას ჰპირდება პლატინი სიჭინავას არჩევნებში მხარდაჭერისთვის

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საგანგებო სამადლობელი წერილი გამოუგზავნა სფფ-ის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას, სადაც ის მადლობას უხდის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

"ძვირფასო პრეზიდენტო,

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!

გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.

ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ - თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.

დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.

ჩვენ ერთად
- როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.

კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამამხნევებელი სიტყვებისთვის.

პატივისცემით,
მიშელ პლატინი“

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
სგ ზვიად მეგრულად შეუსრულა მიშელას.
giorgi
13:52 04-08-2015
0
Zviadiiiii,she satkalo. At eshvebi cirkacobas da maimunobas.
dato
13:06 04-08-2015
0

სიახლეები პოპულარული