უეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა

AutoSharing Option
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამო" დასაჯა - "დინამო" ჯარიმის სახით 20 ათას ევროს გადაიხდის.

ეს სანქცია ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დროს გამოკიდებული ზოგიერთი ბანერის გამო დააკისრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"