U19. დორტმუნდი VS დინამო თბილისი - დინამოელები ჩემპიონების რანგში

AutoSharing Option
30 ივლისს თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი, თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში გაემგზავრა.

ახალგაზრდა დინამოელები ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, "რურის თასი 2015"-ზე მიიღებენ მონაწილეობას. შარშან დინამოელებმა ჩემპიონობა არავის დაუთმეს და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოიტანეს.

წელს დინამოელებს საკმაოდ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. პირველ მატჩს გუნდი დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამართავს, დინამოელთა მეორე მეტოქე "ბარსელონა" იქნება. ჯგუფში ასევე არიან პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალი" და გერმანული "ბოხუმი". მატჩები 30 ივლისს დაიწყება.

დინამოელები 18 ფეხბურთელით გაემგზავრნენ დორტმუნდში და სასტუმრო Steigenberger Hotel Dortmund-ში დაბინავდნენ: გიორგი კულუა, ვახტანგ კაპანაძე, ლუკა
გუგეშაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, საბა კვერნაძე, გიორგი ვეკუა, ოთარ კობახიძე, დავით კობოური, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, მიხეილ ბაშალეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, გიორგი ზარია, ბექა მიქელთაძე, ლაშა ხატიაშვილი, ანდრო ნემსაძე.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული