ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველო მხარს მიშელ პლატინის დაუჭერს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

უკვე რამდენიმე ფედერაციამ ღიად დააფიქსირა ფრანგი ჩინოვნიკისადმი მხარდაჭერა. მათ შორის არიან უკრაინის, იტალიისა და ინგლისის ფეხბურთის ხელმძღვანელები.

გუშინ, 29 ივლისს, პლატინიმ წერილი გამოუგზავნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელშიც მის თავკაცებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო და მხარდაჭერაც სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის მაშინვე მისწერა საპასუხო წერილი, რომელშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ