შეიძლება 11 აგვისტოს მერე დამიბარონ... რატომ აფორიაქდა ფეხბურთის ფედერაცია?

AutoSharing Option
წლევანდელი ზაფხული ძალიან ცხელია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ კიდევ უფრო ცხელი დღეები გველის. ამაზე ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის დუღილის ტემპერატურის აწევა მიგვანიშნებს.

ყველაფერი მარტივადაა - ფეხბურთის ფედერაციაში მალე ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. არჩევნების თარიღს აღმასკომი სუპერთასის მატჩის (11 აგვისტო) შემდეგ გამოაცხადებს.

მანამდე კი სკანდალის აგორების მცდელობა გამოიკვეთა. მიზეზი "პრაიმტაიმთან" ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინტერვიუ გახდა, რომელშიც მან კითხვაზე - "ჩაერევა სახელმწიფო არჩევნებში?", ასე უპასუხა:

"უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. სახელმწიფო, ყოველწლიურად, ქართულ ფეხბურთში 40 მილიონზე
მეტს ხარჯავს. ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ ეს ფული იხარჯება?

ის ჭაობი, რაც ფეხბურთის ფედერაციაშია, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავასრულოთ. უნდა იყოს ჩართული არა მარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს.

ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი კარგი იქნება, გვექნება სიახლე, განვითარება. პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ", - განაცხადა კალაძემ.

ამას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას რეაქცია მოჰყვა:

"კალაძემ აღიარა და ადასტურებს, რომ უნდა ჩაერიონ. სამი უდიდესი სკოლა გავიარე: ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა, ავღანეთი და 90-იანი წლების მოსკოვი. ამიტომ მგონია, რომ ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ.

არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის. ალბათ, 11 აგვისტოს ელოდებიან და მერე, შესაძლოა, დამიბარონ".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადრინდელის მსგავს ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს:

"სახელმწიფოს გარეშე ფეხბურთის ფედერაცია ამ მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოვა. აქ არაა ლაპარაკი იმ ტიპის ჩარევაზე, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა".

არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი აქვთ ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს.

კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტს ლოგიკურ კითხვას უსვამს - რატომ ეშინია არჩევნების თარიღის დასახელება?

"ჩვეულებრივი ადამიანი კმაყოფილი იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი რომელიმე სფეროში არამიზნობრივად რომ იხარჯებოდეს?1 მიუღებელია, ხომ? კითხვები სისტემასთან დაკავშირებით არსებობს. კარგი იქნება, რომ აქცენტები იმაზეც გაკეთდეს და დაისვას კითხვა - არჩევნების თარიღი დღემდე რატომ არ არის ცნობილი?"

ესაა მნიშვნელოვანი საკითხი. მართლაცდა, რატომ ასაიდუმლოებს სიჭინავა არჩევნების თარიღს და რატომ ცდილობს თემის გადატანას? ან რატომ ჰგონია, რომ ეს ექსკლუზიურად მხოლოდ მან (ან შეიძლება კიდევ ერთმა-ორმა კაცმა ფედერაციაში) უნდა იცოდეს? ან ამაში დასამალი რა არის, თუ "რაღაც" არ არის ამაში ჩადებული?

აქ მთავარი სხვა რამაა - რას ფიქრობს ხალხი? მართლაც, ვინ არის კმაყოფილი, სახელმწიფო ქართულ ფეხბურთში 40 მილიონს რომ ხარჯავს და ამას ეფექტი არ აქვს? რა, განა ხალხი არ ფიქრობს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჭაობშია?

იმასაც ფიქრობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთის მომავალი ხელისუფლებამ, საფეხბურთო სამყარომ (და არა მხოლოდ მისმა ნაწილმა) და გულშემატკივარმა უნდა განსაზღვრონ. სწორედ ეს არის ჩარევა. არჩარევა კი (ხაზს ვუსვამთ - აქ არის ლაპარაკი იმგვარ ქმედებაზე, რაც 2007 წლის 13 მაისს მოხდა) ნამდვილად დანაშაული იქნება. გამოდით კაბინეტებიდან და ნახავთ, რომ გულშემატკივრები სულ ამაზე ლაპარაკობენ...

ძალიან ცდებიან, თუ ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ახლა სახელმწიფოს ჩარევით გულშემატკივარი ისევე გამწარდება, როგორც გიორგი ნემსაძის ძალადობრივი გადაყენების შემდეგ.

სხვათა შორის, მათ ბრალად სწორედ ამ ძალადობრივი ჩარევების შედეგად მოსვლას უყენებენ. ეს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ აღიარა, გუშინ კი - თავად სიჭინავამ, როცა ჩამრევებში ძველ ხელისუფალთა გვარები (მერაბიშვილი, სააკაშვილი) ახსენა - იმათი ჩარევა თუ არ შეიძლებოდა, ახლა რატომ შეიძლებაო?!

ერთი, რაც არ შეიძლება, ძალადობაა, სხვა მხრივ კი - ქართული ფეხბურთის მომავალი მთლიანად საფეხბურთო სამყაროს გადასაწყვეტი უნდა გახდეს და არა ვიწრო ჩინოვნიკური წრის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
დომენტი ცადი ცადიიიიიი მოშორდი ფეხბურთს და ციხეში მერაბიშვილ ახალაიასთან მაინ გოროზიას ....
dima
18:03 11-08-2015
0
Es shovinisti rodisunda moshordes daadet borkilebi DA sheagdet nazirala domenti
Dato
20:59 09-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული