დილა-ალანიასფორი 7:0 - გორელებმა მასპინძლები გამოიჭირეს

AutoSharing Option
ფოტოზე: გორის "დილას" ვარჯიში თურქეთში
7 ივლისს გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და თურქეთის პირველლიგელ "ალანიასფორს" 7 უპასუხო გოლი გაუტანა.

საქართველოს ჩემპიონების ოფიციალური საიტის ცნობით, "ალანიასფორის" რიგებში, ძირითად ფეხბურთელებთან ერთად, რამდენიმე ახალწვეული და დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი თამაშობდა, თამაში კი მთლიანად "დილას" უპირატესობით წარიმართა.

"დილას" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით, უჩა სოსიაშვილის გუნდში თავი გამოიჩინეს გიორგი ნავალოვსკიმ, ირაკლი მოდებაძემ (დუბლი), მიხაილ გორელიშვილმა, ლექსო კვახაძემ, გიორგი ერისთავმა და ოთარ მარცვალაძემ.

გორის „დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, ნავალოვსკი, კვირკველია, რაზმაძე,
ფალავანდიშვილი, ილურიძე (გორელიშვილი), მარცვალაძე, მოდებაძე (ერისთავი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი "დილა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდება. პიირველ მატჩს კი სტუმრად 14 ივლისს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეამაყება თქვენი! პარტიზანიც იგივე ანგარიშიც დავამარცხოდ. გორის "დილა "ლიგაზე უპირობოდ უნდა მოხვდეს, ამ დონის გუნდი ლიგის გარეშე არ შეიძლება დარჩეს მეგობრებო. ეს ის გუნდია რომელსაც ყველაპრის გაგეტება შეუძლია მონდომებისა და ჯინის წყალობით. ვუქომოგოთ "დილას" და ბევრი ლამაზი დილა გაგვითენოს
soso
10:31 08-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული