მზად იყავით!.. როდის, სად და როგორ გაიყიდება სუპერთასის ბილეთები

AutoSharing Option
თბილისურ სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გულშემატკივარს არა სტადიონის სალაროებთან, არამედ... ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.

შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები. სტადიონზე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი, მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა... ასე რომ, მზად იყავით!

ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაიწყება - პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური
ხარვეზის გამო ბილეთები, ონლაინ-რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აღარ მინდა ბილეთები , ნეტავ საერთოდ სხვაგან ჩაატარებდნენ ამ თამაშს.
სააკაძე
13:08 07-07-2015
0

სიახლეები პოპულარული