უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი კვლავ უცნობია

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის კონკრეტული დრო კვლავ უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს უსაფრთხოების გეგმის შემუშავებას და სალაროების სათანადო დონეზე ტექნიკურად აღჭურვას, biletebi.ge-ს მონაცემთა ბაზის მოწესრიგებას და ბილეთების დახარისხებას.

ფედერაციაში განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

როგორც გასულ კვირაში ფედერაციაში აცხადებდნენ, გაყიდვა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაიწყება.

უეფას სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო საიტმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბილეთები სალაროებში გაიყიდება.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ბილეთები
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.


უეფას სუპერთასზე, რომელიც 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული