ბათუმის "დინამომ" ზესტაფონში ნიქოზიის "ომონია" დაამარცხა

AutoSharing Option
2 ივლისს, ბათუმის "დინამომ" უეფას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის "ომონიასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი გაბედავამ მე-40 წუთზე, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ერთი კვირის შემდეგ, 9 ივლისს, ნიქოზიაში გაიმართება.