უეფას სუპერთასის ბილეთები "მიხეილ მესხის" სალაროებში გაიყიდება

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება.

იმის გამო, რომ "დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა.

უეფასა და სფფ-ის ერთობლივი შეთანხმებით, ბილეთები დაბეჭდილი სახით სწორედ ამიტომ გაიყიდება.

ასევე იხილეთ:
biletebi.ge ბილეთების გარკვეული რაოდენობის გაყიდვას აგრძელებს

ქართველების გამოხმაურება Biletebi.ge-ს ბოდიშზე: შარჟების კრებული
[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
უნდა მოხდეს ყველა სალაროს ბლოკირება!!! მინიმუმ, ყველა სალაროსთან მოხდეს ბილეთების გაყიდვის კონტროლი!!!!! ეს არის უმარტივესი!!!! ყველა სალაროსთან დადგეს 2 ან 3 წესიერი ქართველი, იცით რომელი ბიჭები? აი წყალდილობის დროს და მის შემდგომ ,რომ ემსახურნენ ქვეყანას, რომლებიც აღრიცხავენ თუ რა რაოდენობის ბილეთი გაიყიდება!!!!!მოხდება კონტროლი, ანუ გვეცოდინება მოტეხა თუ არა "ოჩერედამ" ბილეთები. სხვა შემთხვევაში მოხდება ბილეთების მინიმუმ მოტეხვა ან ერთი და იგივე პირებზე( ბარიგებზე) მიყიდვა!!!!! ეს ჩვენი თავმოყვარეობის ამბავია, ფეხბურთსაც რომ დავანებოთ თავი!!!!
დათო
14:56 02-07-2015
0
მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს ნუ იყიდიან ბილეთებს! ნუ მიიღებთ მონაწილეობას ფედერაციის მახინაციებში
Giorgi
12:32 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული