მიხეილ ყაველაშვილი: ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?! სფფ შუაში კი არა - თავშია!

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა kvirispalitra.ge-ს ინტერვიუ მისცა, სადაც უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

ყაველაშვილის აზრით, ყველაფერში დამნაშავე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

"გულშემატკივართა უმეტესობა ძალიან გაღიზიანებული და უკმაყოფილოა და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ასეთივე ინტერესს სხვა დროსაც რომ ვიჩენდეთ სფფ-ის საქმიანობის მიმართ, ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს - რა შუაშია ფეხბურთის ფედერაციაო, მაგრამ ჩემი აზრით, შუაში კი არა - თავშია!

როცა სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ფედერაციას თავად შეეძლო ბილეთების ონლაინ-გაყიდვა, მაგრამ უეფას წარმომადგენელმა
არჩევანი მაინც 6-წლიანი გამოცდილების მქონე BILETEBI.GE-ზე შეაჩერა, ეს თავის მართლებას ჰგავს!

მან აარჩია, მაგრამ შენ უნდა შესთავაზო, ინფორმაცია მიაწოდო...

კი ბატონო, წლებია, ეს საიტი ბილეთებს ყიდის, მაგრამ ასეთი რაოდენობის და მოთხოვნის ბილეთები არასდროს გაუყიდია და წინასწარ ხომ უნდა ეფიქრათ, რომ ასეთ შემოტევას ვერ გაუძლებდნენ?!

აქ მხოლოდ სუპერთასის ორგანიზებაზე არ არის ლაპარაკი, გერმანიასთან მატჩზეც ბევრი პრობლემა შეიქმნა - გაურკვეველი ბილეთები და ადგილები, უსაფრთხოება, მოუმზადებელი სტიუარდები, მოედანზე შევარდნილი შვიდი ადამიანი და ა.შ.

როგორც აღმოჩნდა, ნაკრების კაპიტანმა ტყუილუბრალოდ გამოტოვა პოლონეთთან მატჩი. ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?!

გარიგებული მატჩები ეროვნულ ჩემპიონატში, კორუფცია, მსაჯების სკანდალი - ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ასეთი რაღაცები არ გვაინტერესებს, სამაგიეროდ, გვაინტერესებს "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩი..."

ესაუბრა რატი შელეგია
იხილეთ ინტერვიუ სრულად
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოგვაშორეთ სიჭინავა–არველაძე!!!
ირაკლი
11:04 02-07-2015
0
და ამას ჰგონია თვითონ ტუ მივა სათავეში რამეს გამოასწორებს? კლუბების თავკაცებს და მწვრთნელებს გააკონტროლებს? კარგით რაა!
Gela
23:00 01-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული