ბათუმის "დინამო" პერმის "ამკართან" მატჩში ქართველის გოლით დამარცხდა

AutoSharing Option
27 ივნისს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის "დინამომ", რომელიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან, პერმის "ამკართან" გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი რუსულ გუნდში სინჯებზე მყოფმა "ხიმიკის" 21 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ 65-ე წუთზე გაიტანა.

ცნობისთვის, "ამკარმა" სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა, ამ გუნდს კი რუსეთში ცნობილი სპეციალისტი გაჯი გაჯიევი წვრთნის.

ეს ბათუმელთა მესამე სპარინგი იყო თურქულ შეკრებაზე. შოთა ჭეიშვილის შეგირდებმა მანამდე სომხურ "ულისეს" ანგარიშით 5:4 სძლიეს, რუმინულ "იასისთან" კი ფრეს დასჯერდნენ (2:2).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული