ქართული გუნდები ევროტურნირებზე: მხოლოდ იღბალს ნუ მივენდობით...

AutoSharing Option
ფოტოზე: ქართული კლუბებიდან ბოლო წლებში ყველაზე შორს "დილა" წავიდა (დილა-რაპიდი 2013 წელს)
დღეს, 22 ივნისს, ევროტურნირების კენჭისყრაა და ოთხი ქართული გუნდის ("დილა", თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", "ცხინვალი") მეტოქეებსაც შევიტყობთ.

ახალი რა უნდა ვთქვათ - ისე, როგორც ბოლო 23 წლის განმავლობაში, წლევანდელ ევროტურნირებსაც გარკვეული იმედით ვხვდებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იღბალზე, თუმცა მხოლოდ ამის იმედად ყოფნაც არ შეიძლება და თითოეულმა გუნდმა საკუთარი სიძლიერე მოედანზე უნდა დაამტკიცოს...

...ყოველ ზაფხულს იმის იმედი გვაქვს, რომელიმე ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური
ეტაპის საგზური მოიპოვოს, მაგრამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს ვერც ერთმა ჩვენმა გუნდმა (თბილისის "დინამომ", ქუთაისის "ტორპედომ", "ვიტ ჯორჯიამ", ბოლნისის "სიონმა", რუსთავის "ოლიმპმა"/"მეტალურგმა", "ზესტაფონმა") ვერ მოახერხა.

ვნახოთ, როგორ შეძლებს ყველა ქართველი გულშემატკივრისათვის სანუკვარი ოცნების ასრულებას ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი "დილა"; თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გორელთა გუნდი წლევანდელი ევროტურნირების წინ საგრძნობლად გაძლიერდა. ვინ იცის, იქნებ ამ ზაფხულს გატყდეს ნავსი და სწორედ "დილა" იყოს ის პირველი ქართული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ იასპარეზებს. არადა, "დილას" უკვე მეტ-ნაკლებად საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა ევროტურნირებზე: 2012 და 2013 წლებში გორელთა გუნდმა ხომ ევროპალიგის პლეი ოფამდე მიაღწია...

იმის შემდეგ, რაც ჩვენი გუნდები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობენ, მხოლოდ ერთხელ (2012 წელს) მოხდა, როცა თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე არ გამოსულა; აი, დანარჩენ შემთხვევებში კი ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი სხვადასხვა "დოზით" გვახარებდა და აქვე ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სწორედ თბილისის "დინამომ" მიაღწია საუკეთესო შედეგს: 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა! სხვათა შორის, "დინამოს" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გახლდათ, თბილისელთა გუნდის დღევანდელი თავკაცი...

90-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის "დინამოსთან" ერთად ევროტურნირებზე სისტემატურად და, რაც მთავარია, ღირსეულად ასპარეზობდა ბათუმის "დინამოც" და აი, 17-წლიანი პაუზის მერე შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილ გუნდს კვლავაც ვიხილავთ ევროპის საკლუბო ტურნირებზე...

2015 წლამდე ევროტურნირებზე 17 ქართული გუნდი გამოსულა და აი, წლეულს კიდევ ერთი გუნდი მიემატა: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ცხინვალს" ამ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე (ევროპალიგა) დებიუტი ექნება!

ახლა კი წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული გუნდების სტატისტიკური მონაცემებიც, აგრეთვე, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში ყველა ჩვენი გუნდის "მონაგარი"...

დინამო (თბილისი)
92 მატჩი: 41 მოგება, 12 ფრე, 39 წაგება, ბურთების სხვაობა: 127-139
სარეკორდო მოგება: დინამო-ლანელი (უელსი) 5:0, დინამო-სტრეიმური (ფარერები) 6:1

სარეკორდო წაგება:
ლევერკუზენი (გერმანია)-დინამო 6:1, ბოავიშტა (პორტუგალია)-დინამო 5:0, დინამო-ტოტენჰემი (ინგლისი) 0:5

დუბლი: ალექსანდრე იაშვილი - 2, დავით მუჯირი - 1, ჩისკო - 1, გიორგი შაშიაშვილი - 1, ჯაბა დვალი - 1, რობერტინიო - 1, პატრიკ ვუო - 1.

ყველა გოლი:
ალექსანდრე იაშვილი - 6, დავით მუჯირი - 5, ჩისკო - 5, შოთა არველაძე - 4, ჯაბა დვალი - 4, ლევან ხმალაძე - 4, გიორგი მერებაშვილი - 4, ვიტალი დარასელია - 4, ლევან მელქაძე - 4, კახა გოგიჩაიშვილი - 4, ლევან ხომერიკი - 4, რობერტინიო - 4, მათე ვაწაძე - 3, გიორგი კახელიშვილი - 3, მიხეილ კაკალაძე - 3, ალბერტ იაგუე - 3, გიორგი ქინქლაძე - 2, გიორგი კიკნაძე - 2, გოჩა ჯამარაული - 2, ზაზა ზირაქიშვილი - 2, გიორგი შაშიაშვილი - 2, ლადო ახალაია - 2, გიორგი ანჩაბაძე - 2, სანდრო იაშვილი - 2, ჯაბა კანკავა - 2, შოთა გრიგალაშვილი - 2, გურამ კაშია - 2, დავით ოდიკაძე - 2, ირაკლი ლექვთაძე - 2, ალექსანდრე კოშკაძე - 2, უსტარიცი - 2, პატრიკ ვუო - 2, რეზო არველაძე -1, გელა ინალიშვილი - 1, მიხეილ ყაველაშვილი - 1, გიორგი დემეტრაძე - 1, როინ კერძევაძე - 1, რატი ალექსიძე - 1, მიხეილ აშვეთია - 1, ლევან ცქიტიშვილი - 1, კლიმენტი წიტაიშვილი - 1, კახა გოგოლაძე - 1, კოკა მიკუჩაძე - 1, კარლოსი - 1, ბორის გონჩაროვი - 1, დავით კვირკველია - 1, სეზარ რომერო - 1, კახა ალადაშვილი - 1, გიორგი ნემსაძე - 1, სერგი ორბელაძე - 1, მიხეილ ბობოხიძე - 1, დავით გიგაური - 1, მიხეილ ხუციშვილი - 1, ჯორჯ აკირემი - 1, ოლეგ გველესიანი - 1, ტორნინი - 1, ნიკა ფირცხალავა - 1, ნიკა კვეკვესკირი - 1, ელგუჯა გრიგალაშვილი - 1, კოტო - 1, დარკო გლიშიჩი - 1, კლოსი ("ვისლა", პოლონეთი - საკუთარ კარში), ლეკიჩი ("ცრვენა ზვეზდა", სერბეთი - საკუთარ კარში).

დილა (გორი)
14 მატჩი: 6 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება, ბურთების სხვაობა: 13-12
სარეკორდო მოგება: დილა-ოლბორგი (დანია) 3:0
სარეკორდო წაგება: დილა-რაპიდი (ავსტრია) 0:3*

შენიშვნა: * - 2012 წელს, ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "დილას" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვალა კვიპროსის "ანორთოსისთან".

დუბლი: მიხაილ გორელიშვილი - 1, მათე ვაწაძე - 1.

ყველა გოლი: მათე ვაწაძე - 3, მიხაილ გორელიშვილი - 2, გიორგი შაშიაშვილი - 1, კახა ალადაშვილი - 1, გიორგი ილურიძე - 1, გრიგოლ დოლიძე - 1, ირაკლი მოდებაძე - 1.

დინამო ბთ
12 მატჩი: 5 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება, ბურთების სხვაობა: 18-18
სარეკორდო მოგება: დინამო (ბათუმი)-ჰაფნარი (ისლანდია) 6:0

სარეკორდო წაგება: სელტიკი (შოტლანდია)-დინამო (ბათუმი) 4:0

ჰეთ თრიკი: თეიმურაზ ტუღუში - 1.

დუბლი: ამირან ღლონტი - 1, დავით უჯმაჯურიძე - 1.

ყველა გოლი: თეიმურაზ ტუღუში - 4, პაატა მაჭუტაძე - 3, დავით უჯმაჯურიძე - 3, ამირან ღლონტი - 2, ამირან მუჯირი - 2, როსტომ თორღაშვილი - 1, ივანე მახარაძე - 1, თენგიზ სიჭინავა - 1, დავიდსენი ("ჰაფნარი", ფარერები - საკუთარ კარში).

ბომბარდირები
ჯაბა დვალი (ზესტაფონი, დინამო, თბ) - 16, ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 10, გიორგი მეგრელაძე (ტორპედო, ოლიმპი) - 9, ლევან მელქაძე (ვიტ ჯორჯია, დინამო თბ) - 8, ალექსანდრე იაშვილი (დინამო, თბ) - 6, დავით მუჯირი (ზესტაფონი, დინამო, თბ) - 6.

ჰეთ თრიკი
თეიმურაზ ტუღუში (დინამო ბთ) - 1, გიორგი მეგრელაძე (ტორპედო) - 1, ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 1.

დუბლი
ჯაბა დვალი (ზესტაფონი, დინამო, თბ) - 4, ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 3, გიორგი მეგრელაძე (ტორპედო, ოლიმპი) - 2, ალექსანდრე იაშვილი (დინამო, თბ) - 2, დავით მუჯირი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი მერებაშვილი, ჩისკო, რობერტინიო, პატრიკ ვუო (ყველა - დინამო, თბ) - 1, დავით უჯმაჯურიძე, ამირან ღლონტი (ორივე - დინამო, ბთ) - 1, დავით ჯანაშია, მალხაზ ასათიანი, თორნიკე კაპანაძე (ყველა - ტორპედო) - 1, გივი კვარაცხელია, გიორგი თექთურმანიძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ყველა - ოლიმპი) - 1, მათე ვაწაძე, მიხაილ გორელიშვილი (ორივე - დილა) - 1, შოთა გრიგალაშვილი, ალექსი ბენაშვილი (ორივე - ზესტაფონი) - 1, კოკა მიკუჩაძე (თბილისი) - 1, ბადრი კვარაცხელია (მერანი 91) - 1.

სარეკორდო მოგებები
დინამო (ბათუმი)-ჰაფნარი (ფარერები) 6:0, ტორპედო (ქუთაისი)-ერებუნი (სომხეთი) 6:0, ზესტაფონი-ლისბერნი (ჩრ. ირლანდია) 6:0.

სარეკორდო წაგებები
კოლხეთი (ფოთი)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 0:7, ლოკომოტივი (თბილისი)-პაოკ (საბერძნეთი) 0:7, ვიტ ჯორჯია (თბილისი)-ვისლა (პოლონეთი) 2:8, ვიტ ჯორჯია-ბანიკი (ჩეხეთი) 0:6, ტრუა (საფრანგეთი)-ვიტ ჯორჯია 6:0, ლეგია (პოლონეთი)-თბილისი 6:0.

ქართული გუნდები ევროტურნირებზე (1993-2014)
ა გ თ მ ფ წ ბ
1. დინამო თბ 92 41 12 39 127-139
2. ტორპედო 26 8 5 13 35-46
3. ვიტ ჯორჯია 25 6 5 14 24-53
4. ზესტაფონი 24 7 6 11 35-30
5. ოლიმპი 20 6 4 8 22-25
6. დილა 14 6 2 6 13-12
7. ლოკომოტივი 14 2 5 7 10-28
8. დინამო ბთ 12 5 2 5 18-18
9. ჩიხურა 10 2 5 3 8-10
10. კოლხეთი 10 1 0 9 7-31
11. სიონი 8 2 0 6 6-15
12. ამერი 6 2 1 3 6-7
13. მერანი 91 4 2 0 2 8-5
14. თბილისი 4 2 0 2 5-8
15. მარგვეთი 2 1 0 1 3-4
16. გაგრა 2 1 0 1 2-3
17. სამტრედია 2 0 0 2 0-3

დინამო (თბილისი) ევროტურნირებზე 1972-87 წლებში
51 მატჩი: 24 მოგება, 9 ფრე, 18 წაგება, ბურთების სხვაობა: 76-57

სარეკორდო მოგება: ოფკ (იუგოსლავია)-დინამო (თბ) 1:5, დინამო-უოტერფორდი (ირლანდია) 4:0

სარეკორდო წაგება:
ტოტენჰემი (ინგლისი)-დინამო 5:1, გრასჰოპერსი (შვეიცარია)-დინამო 4:0.

დუბლი:
რამაზ შენგელია - 3, გივი ნოდია - 1, ლევან ნოდია - 1, დავით ყიფიანი - 1, რევაზ ჩელებაძე - 1, ვიტალი დარასელია - 1.

ყველა გოლი:
რამაზ შენგელია - 19, დავით ყიფიანი - 10, ვლადიმერ გუცაევი - 8, ალექსანდრე ჩივაძე - 6, თენგიზ სულაქველიძე - 6, გივი ნოდია - 5, ვიტალი დარასელია - 4, ლევან ნოდია - 3, რევაზ ჩელებაძე - 3, მანუჩარ მაჩაიძე - 2, კახი ასათიანი - 1, ვახტანგ ჭელიძე - 1, ფირუზ კანთელაძე - 1, ზორბეგ ებრალიძე - 1, ზურაბ წერეთელი - 1, გიორგი ჭილაია - 1, ნოდარ ხიზანიშვილი - 1, ვაჟა ჟვანია - 1, სოსო ჭედია - 1, გია გურული - 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯობათ მაქვს სურვილი ვითანამშრომლო უმაღლესი ლიგის კლუბებთან რომლებიც წელს გამოდიან ევრო ტურნირებზე, ასევე ასაკობრივ გუნდებშიც U15 U16 U17 U18 U19გთავაზობთ დახმარებას როდის შეიძლება განხორციელდეს ფეხბურთელის ტრანსფერი დარეგისტრირება შედგეს დებიუტი ან თუ რა ნომრიანი მაისურით უნდა ითამაშოს ? იმისათვის რომ გაგვიმართლოს და რიკოშეტით ჩვენც გავიდეთ როგორც ბატონი ზვიად სიჭინავა გვეუბნება.. წინასწარ შემიძლია მოგცეთ რჩევა მოთამაშეთა შეძენასა და გაყიდვაზე. პროფესიონალმა ფეხბურთელმა იმისათვის რომ თავისი შესაძლებლობების 100 % გამოაავლინოს საჭიროა ბევრი რამ ერთ ერთი და მნიშვნელოვანია საფეხბურთო იღბალი რაზეც ვიქნები პასუხისგებელი თუ გაითვალისწინებთ ჩემ რჩევეას ფეხბურთელის ახალ კლუბში დებიუტის თარიღთან დაკავშირებით. მაქვს დაკვირვების გამოცდილება ევროპის ტოპ 5 ლიგაში: ინგლისი ესპანეთი გერმანია იტალია ჰოლანდია ბოლო 8 წელია ვაკვირდები და მაქვს 100 % შედგი (სატრანსფერო პერიოდი 10 ივნისიდან - 31 აგვისტომდე. მეორე პერიოდი - ყოველი კალენდარული წლის 2 თებერვლიდან - 29 თებერვლამდე ) ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს თქვენთვის რჩევები მოგიტანთ უდიდეს წარმატებას კონკრეტულად გაიზრდება წარმატებული ტრანსფერების რაოდენობა მაგალითად: მოთამაშეების სტატისტიკა გაუმჯობესდება ჩატარებული თამაშების რაოდენობა გატანილი გოლები საგოლე გადაცემები. მეკარების შემთხვევაში კარის შენახვის მშრალი სტატისიკა რაც გამოწვევს რათქმაუნდა თქვენი მოთამაშეების ფასის ზრდას ..
საფეხბურთო იღბალი
01:24 23-06-2015
0
მშვენიერი საზომია პარტიზანი,, ამ თამაშში გამოჩნდება თუ რა შეგვიძლია რეალურად...წარმატებები დილას გორელებო დავირაზმოთ სტადიონზე
gori
15:54 22-06-2015
0

სიახლეები პოპულარული