ექსკლუზივი: უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 ივნისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს.

ბილეთები ინტერნეტით გაიყიდება და მათი ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. გულშემატკივარს, ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეეძლება, სადაც მატჩზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი გაიყიდება.

ინტერნეტში შეძენილი ბილეთების განაღდებასაც აღნიშნული საიტი განახორციელებს.

ერთ ადამიანს, საკუთარი პირადობით, მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვის საშუალება ექნება. მატჩამდე ორი კვირით ადრე ონლაინ-გაყიდვები შეწყდება და თუკი დარჩება გასაყიდად ბილეთები, ის "დინამო არენას" სალაროში გადაინაცვლებს და იქ გაიყიდება.

ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე, საქართველოს
გამარჯვებული გუნდებისა და უეფას დელეგაციები, სპონსორები და უსაფრთხოების სამსახური ესტუმრებიან, 16 ივნისს კი ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

თბილისში ჩამომსვლელთა ვინაობა საბოლოოდ 6 ივნისს გაირკვევა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის გამარჯვებული, 26 მაისს კი ევროპის ლიგის ფინალში, "სევილიასა" და ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბილეთები.გე დაადებს ახლა საკომისიოს10 ევროს
zvio
23:03 24-05-2015
0
გულშემატკივარს. წესით, არა აქვს მნიშვნელობა რა ვალუტაში გაქვთ ანგარიში. გადახდის დროს თქვენი ბანკი გააკეთებს კონვერტაციას ევროებში მიმდინარე კურსით.
გიგლია
13:08 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული