სამწვრთნელო რეიტინგი: შოთა არველაძე პირველობას არ თმობს

AutoSharing Option
არსებობს ათასგვარი რეიტინგი: სანაკრებო, საკლუბო, ფიფა-უეფას, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის და ასე შემდეგ...

აღმოჩნდა, რომ ადგენენ სამწვრთნელო რეიტინგებსაც, რომელსაც ინტერნეტპორტალი www.coachworldrangking.com აქვეყნებს. თვეში რამდენჯერმე, ამ პორტალის ადმინისტრაცია მწვრთნელთა საქმიანობას აფასებს და რეიტინგებში კორექტივები შეაქვს, რაც ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებულ სპეციალისტზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

სამწვრთნელო რეიტინგები 2011 წლიდან კეთდება. ვფიქრობთ, ბოლო ხუთ წელიწადში საუკეთესო ქართველი მწვრთნელების შეფასებები დაგაინტერესებთ.

2011 წელი, 26 დეკემბერი
ქულები მწვრთნელი გუნდი
338 შოთა
არველაძე (ქასიმფაშა)
998 გია გეგუჩაძე (ტორპედო)
1042 არმაზ ჯელაძე (მეტალურგი)
1190 გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი).

2012 წელი, 31 დეკემბერი
315 შოთა არველაძე (ქასიმფაშა)
703 თემურ შალამბერიძე (დილა)
932 კახა ცხადაძე (ინტერი)
1105 კობა ჟორჟიკაშვილი (მეტალურგი)
1283 გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)
1348 გია გეგუჩაძე (ტორპედო).

2013 წელი, 30 დეკემბერი
239 შოთა არველაძე (ქასიმფაშა)
730 გიორგი დევდარიანი (დილა)
928 კახა ცხადაძე (ინტერი)
958 თამაზ პერტია (ვენტსპილსი)
1271 სოსო ფრუიძე (ჩიხურა).

2014 წელი, 29 დეკემბერი
327 შოთა არველაძე (ქასიმფაშა)
975 კახა ცხადაძე (ინტერი)
1151 სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
1281 გია გეგუჩაძე (ზესტაფონი).

2015 წელი, 20 აპრილი
399 შოთა არველაძე (ქასიმფაშა)
956 კახა ცხადაძე (ინტერი)
1063 სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
1323 გია გეგუჩაძე (ზესტაფონი).

ბოლოს კი უთუოდ დაგაინტერესებთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა მიმდინარე რეიტინგიც. ათეული ასე გამოიყურება:
მწვრთნელი გუნდი

1. კარლო ანჩელოტი (რეალი)
2. ლუის ენრიკე (ბარსელონა)
3. პეპ გვარდიოლა (ბაიერნი)
4. უნაი ემერი (სევილია)
5. დიეგო სომეონე (ატლეტიკო)
6. დიტერ ჰეკინგი (ვოლფსბურგი)
7. არსენ ვენგერი (არსენალი)
8. ჟოზე მოურინიო (ჩელსი)
9. ჟულიენ ლოპეტეგი (პორტუ)
10. მარსელინიო (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Aრ მევასება ეს კლანი
zviadi
19:09 25-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული