როგორ შევიდეთ "დინამო არენაზე" ელექტრონული ბილეთით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართება.

როგორც იცით, "დინამო არენა" 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები შეხვდებიან.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით "დინამო არენის" რეკონსტრუქცია დაიწყო, რომ სტადიონი მსგავსი ღონისძიებისთვის შესაბამის ყველა სტანდარტს პასუხობდეს.

გერმანიასთან მატჩისთვის კი "დინამო არენაზე" რამდენიმე სიახლე უკვე განხორციელდა. შესასვლელებში დამონტაჟდა ტურნიკები, სადაც გულშემატკივარს გავლა ელექტრონული ბილეთის მეშვეობით შეეძლება.

რა უნდა გაითვალისწინონ გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლისას და როგორ
მუშაობს ელექტრონული ბილეთების სარეგისტრაციო მოწყობილობა, ამას ტელეკომპანა TVS-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნახავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ეს გერმანელებს გადაუთარგმნეთ თორემ საერთოდ ვერ მოხვდებიან შიგნით!
Gidler
04:35 27-03-2015
0

სიახლეები პოპულარული