სფფ: ლევან ყიფიანის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია

AutoSharing Option
გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის პირად პოზიციას, რომელიც მან შაბათს, 13 დეკემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში, "სუბიექტურ აზრში" გამოხატა.

ბატონმა ლევან ყიფიანმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მომავალ წელს ფედერაციაში არჩევნებია და მას ჯანსაღი ძალების გამარჯვების იმედი აქვს, ხოლო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, ჯანსაღია თუ არაჯანსაღი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ბატონმა მინისტრმა ბრძანა:

"ეს არის, მე ვიტყოდი, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინა".

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბატონი ლევან ყიფიანი იმის შესახებ საუბრობდა, როგორი მიდგომა აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს ფედერაციებისადმი, ხაზს უსვამდა რა, რომ სამინისტრო არ ერევა მათ შიდა საქმიანობაში და არ არჩევს ან აფასებს მათ პოლიტიკური ნიშნით, რასაც მის მიერ მოგვიანებით გამოხატული პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ მინისტრის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია და ხელს არ უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს, რომ ბატონი მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოლიტიკური შინაარსის განცხადებას აკეთებს ფეხბურთის ფედერაციის მისამართით.

ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია განაცხადოს, რომ როგორც ფედერაციის ხელმძღვანელ რგოლებში, ასევე სხვა სამსახურებრივ საფეხურებზე მუშაობენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი თანამშრომლები, სპეციალისტები, რომელთა შერჩევა არც მომხდარა და არც მოხდება პოლიტიკური ნიშნით.

აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ბატონი მინისტრის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადების გამო და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით ვითანამშრომლოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, პირადად ბატონ მინისტრთან.

ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე განცხადებები ფეხბურთის ფედერაციის მისამართით აღარ განმეორდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 16 /
სრულად ვეთანხმები იმერ ქითაისელს
ზვიადი
13:48 18-12-2014
0
სინდსი საიდან უნდა ქონდეს არაკაცებს, რომლებმაც სამშობლო წაგვართვეს ყველა რგოლში, და კიდევ შეტევაზე არიან. ხალხო მოვითხოვოტ კანონიერი არჩევნები თებერვალში და ისიც ახალი რედაქციიტ, თორემ არველაძეებს უკვე ნაყიდი ყავთ –90– პროცენტი ფულისმოყვარული დელეგატები.სად არის მთავრობა , სად არის დეპუტატები. ყველა გვერდში დაუდგეს ლორთქიფანიძეს, თორემ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან,.
იმერი ქუთაისელი
22:36 16-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული