კახა გოგიჩაიშვილი: სიცრუეა, თბილისის "დინამოდან" წასვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" სუპერთასის მატჩი დაიწყება. მაყურებელს ბილეთის საფასურის გადახდა არ მოუწევს - შესვლა უფასოა. თანხას სუპერთასის გამარჯვებულიც ვერ მიიღებს: ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ფინანსურად რომ დაეხმარა, სუპერთასისთვის სახსრები აღარ დარჩენილა...

საქართველოს სუპერთასის მატჩამდე "დინამო არენაზე", თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელებმა - კახი გოგიჩაიშვილმა და სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მას თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც ესწრებოდა, რომელმაც, შესაძლოა, კარიერა სამოყვარულო დონეზე გააგრძელოს.

პრესკონფერენციის შემდეგ მეტოქე მწვრთნელებმა ესპანელს მადლობა გადაუხადეს და გულშემატკივრებს მოუწოდეს, მივიდნენ სტადიონზე.

Sportall.Ge

კახი გოგიჩაიშვილი
(დინამო):
"ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრი სუპერთასზე პირველად თამაშობს და მნიშვნელოვანია, თავს როგორ წარმოაჩენენ. შეხვედრა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩისკო "დინამოში" ბოლოჯერ ითამაშებს და გვინდა, კარგად გავაცილოთ.

სამწუხაროდ, სამი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს. ვერ დაგვეხმარებიან სანაკრებო პაუზამდე დაშავებული ძარია და საბანაძე. პრობლემები ჰქონდა ცინცაძესაც, თუმცა მისი საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გველის და შევეცდებით, მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს.

რაც შეეხება შესაძლო ცვლილებებს, სეზონის დაწყებამდე გუნდში ძირეული ცვლილებები ისედაც მოხდა. განახლებული გუნდით საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 2-3 ფეხბურთელის დამატება მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად სასურველი იქნება.

ვეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ სუპერთასის მატჩი დეკემბერში არ უნდა ტარდებოდეს, ამისთვის იდეალურად მიმაჩნია აგვისტო. ყველგან ჩემპიონატის დაწყებამდე ატარებენ და მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზას ემთხვევა. კარგი იქნება, ამ ფაქტს საქართველოშიც თუ გავითვალისწინებთ".

გოგიჩაიშვილს ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება - თითქოს, ის გუნდიდან წასვლას აპირებდა. პლუს ამას, გოგიჩაიშვილმა "დინამო 2"-ის დაშლის ფაქტიც შეაფასა:

"ჩემ წასვლაზე გავრცელებული ხმები სიცრუეა. სამომავლო გეგმებს მხოლოდ "დინამოს" ვუკავშირებ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

რაც შეეხება "დინამო 2"-ის დაშლას, კლუბმა გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და ამიტომ "დინამო 2" ზედმეტი შუა რგოლი იყო. ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, მთავარ გუნდში დავაწინაურებთ.

ბოლოს, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩისკოს იმისთვის, რაც ჩვენი გუნდისთვის გაუკეთებია. ის პროფესიონალი და ახალგაზრდებისთვის მაგალითია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამო ორ თამაშს ზედიზედ არ უნდა აგებდეს, ეს არ არ გამოსავალი ახალგაზრდები არიანო.
salo
15:31 11-12-2014
0
ეს არ არის ის დონე რომ დინამო გაქაჩოს, წავა აბ რას იზამს.
0

სიახლეები პოპულარული