ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!

AutoSharing Option
"გამომიძახებს თუ არა, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. ამის გამო პრეტენზია არასდროს მქონია, თუმცა იმას მაინც ვიმსახურებდით, ეთქვათ, რომ ნაკრებს აღარ ვჭირდებით და გულშემატკივართან გამომშვიდობების შესაძლებლობა გვქონოდა", - სფფ-ის განცხადება (იხილეთ ვრცლად) სწორედ ლევან კობიაშვილის ამ სიტყვებს (იხილეთ ვრცლად) მოჰყვა.

თუმცა 35 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ გამოსათხოვარ მატჩს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ თავად გამართავს.

"მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: გაცილების მატჩის ან მსგავსი ღონისძიების ჩატარება არასოდეს მომითხოვია. უბრალოდ, გულისტკივილი და სურვილი გამოვხატე, რომ დამსახურებულ ფეხბურთელებს მომავალში მაინც დაემშვიდობონ ღირსეულად.

სფფ-ს კი დიდ
მადლობას ვეუბნები განცხადებისთვის, რომელშიც ვეტერანებისადმი პატივისცემასა და დაფასებას რამდენიმე თბილი სიტყვით გამოხატავენ.

ჩათვალონ, რომ ჩემგან მათი ეს განცხადება და თანადგომა მიღებულია... რაც შეეხება განცხადებაში ნახსენებ ნოემბერში გასამართ მატჩს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ ჩაატარონ.

თუმცა ვიმეორებ - არც ვალდებულნ
ი არიან, ასეთი შეხვედრის ჩატარება არც მითხოვია და არც მჭირდება...

როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ ჩემი ორგანიზებითა და სახსრებით!"
- განაცხადა კობიაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია

რატი შელეგია

www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:
ოპტიმალური გამოსავალი: კობიაშვილს და იაშვილს ნოემბერში გავაცილებთ
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 11 /
ომარი

მე ვთქვი რომ მიშა გააცილეს ამხანაგურ მატჩში ბაიასთან და არა სპეციალურად გამართულ თამაშში როგორიც ქონდა პელეს ბეკენბაუერს და ა.შ.კობი კალა ქინქლი აქ არ თამაშობდნენ და ოფიციალურ მატჩში ვერ გარისკავ გასაცილებელი კაცის გამოყვანას
თედო
21:15 10-04-2013
0
სხვების არ ვიცი და მიშა მესხსა და შოთა არველაძეს გამოსათხოვარი მატჩები ნამდვილად ქონდათ. ის კი არა და მესხი ბრაზილიელებმა იმ თამაშის შემდეგ ხელში აიყვანეს და გაკვირვებული იძახდნენ, ამას უშვებთო?!!!
ომარი
16:39 09-04-2013
0

სიახლეები პოპულარული