ალექსანდრე გურული: წაგებას არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
გორის "დილას" ფეხბურთელმა ალექსანდრე გურულმა "მარიტიმუსთან" (0:2) ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გუნდმაც კარგად ითამაშა, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. სწრაფი გოლის გატანა გვჭირდებოდა, რომ მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დაგვესრულებინა.

ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან გუნდმა კარგად ითამაშა.

უფრო არ გაგვიმართლა. კი, მეტოქე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენც არ ვიყავით ნაკლები. ამიტომ მგონია, რომ ერთი გოლის გატანა მაინც გვმართებდა"
, - თქვა გურულმა.

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია