"სამტრედია" "ყარაბაღთან" მეორე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
18 ივლისს "დინამო არენაზე" "სამტრედიასა" და "ყარაბაღს" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ქართველების მარცხით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა 22-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა უილდ-დონალდ გუერერომ გახსნა. მე-80 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქოდნათ, თუმცა დავით რაჟამაშვილის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 84-ე წუთზე კი სამტრედიელების მხრიდან გიული მანჯგალაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით აცდა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 0:5 წააგეს. შესაბამისად ევროთასებს ბოლო ქართული კლუბიც გამოეთიშა.

"სამტრედიამ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ომარ
მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, ინტერს გაი