ნავსი გატყდა - ბათუმის "დინამომ" მშობლიურ ქალაქში მოიგო

AutoSharing Option
ბათუმის "რაგბი არენაზე" იქაურმა "დინამომ" ამხანაგური შეხვედრა გამართა "გაგრასთან" და დაძაბულ მატჩში 4:3 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა იაროსლავ კვასოვმა. დინამოელთაგან თავი გამოიჩინეს ახალწვეულებმაც - თემურ ჩოგაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა. "გაგრას" გოლები კი ნიკა ხინთიბიძის, დიმიტრი თუთბერიძისა და ლევან პაპავას ანგარიშზეა.

"დინამო": შოვნაძე (ტაკიძე), ფარტენაძე (ტვილდიანი), კვირკველია, მახარაძე, სუხიაშვილი (ქორიძე), ქავთარაძე, არზიანი (ვარშანიძე), ჩოგაძე (კვანტალიანი), გრიგალაშვილი, მარცვალაძე (კეკუა), კვასოვი (დიასამიძე).

"გაგრა": ნადირაძე, ტყეშელაშვილი, გეთიაშვილი, ჯგერენაია, კახიანი, ჯიშკარიანი, წურწუმია, ჩუმაკი, ც. მოსიაშვილი, გ. ქურდაძე, ნ. ხინთიბიძე; შეცვლაზე: თუთბერიძე, პაპავა, გაფრინდაშვილი, მნათობიშვილი, გადრანი,
ცირდავა, გვაზავა, ხოსიტაშვილი, ახვლედიანი.

საინტერესოა, რომ ბათუმელებმა ბოლოს გოლი თითქმის ორი თვის წინ, 24 მაისს, "ჩელე არენაზე" გაიტანეს, სადაც ეროვნული ლიგის მატჩში ქობულეთის "შუქურას" 4:2 სძლიეს. მას შემდეგ აჭარის მთავარმა გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი ერთხელაც ვერ აიღო: ეროვნულ ლიგაში წააგო 3 მატჩი და ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო ევროპალიგაზე "იაგელონიასთან" ორივე შეხვედრა ისე დათმო, პოლონელთა კარში ერთი გოლიც ვერ შეაგდო. იქნებ, "გაგრას" კარში გატანილმა გოლებმა ბათუმელებს ფსიქოლოგიური წნეხი მოუხსნას...

ეროვნულ ლიგაში "დინამო" მეორე ნახევრის პირველ შეხვედრას 23 ივლისს, ბათუმის "რაგბი არენაზე", დედაქალაქური "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს. "გაგრა" კი ეროვნულ ლიგა 2-ს მარტვილში, "მერანთან" გასამართავი მატჩით განაახლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Goli rogor ver gaitana.gaitana ubralod waages.magalitad goris dilastan batumshi 2 -0 igenden unralod waages.lokomotivtanac gaitanes da isic caages .ase sanam dacert gadaamocmet ragac ragaceebi.madloba rom es saiti arsebibs.daunaxavi ar var
Batumeli
15:11 18-07-2017
0

სიახლეები პოპულარული