სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ინგლისელი ტურისტი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველი ფეხბურთელები შესვენებაზე რამდენიმე ღერ სიგარეტს ეწევიან
AutoSharing Option
14:55 17-07-2017
ინგლისელ ტურისტს, მეტ უოკერს, ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების დასანახად ეროვნული ლიგის ერთ თამაშზე დასწრება ეყო.

40 წლის უოკერმა, რომელიც ინგლისის იუსტიციის სამინისტროში სტატისტიკოსად მუშაობს, საინტერესო მიზანი დაისახა: ერთი წლის განმავლობაში, ის UEFA-ს წევრი ყველა ქვეყნის ჩემპიონატის თამაშს უნდა დაესწროს. ასეთი ჩემპიონატი კი 55 არის.

უოკერმა მოგზაურობა საქართველოში დაიწყო. მიმდინარე წლის 2 ივნისს, ის გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.

The Guardian-თან საუბრისას, ის საქართველოსა და ქართულ ფეხბურთზე საუბრობს. როგორც ირკვევა, ის ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვლას დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა.

"საქართველოში სტუმრობა ყოველთვის მინდოდა. ეს ქვეყანა ძველისა და ახლის, ევროპისა და აზიის, თურქეთის, ირანისა და საბჭოთა კავშირის დამაინტრიგებელი ნაზავია.

როდესაც მოგზაურობას ვეგმავდი, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ქვეყნების დედაქალაქები ამერიდებინა და უფრო პატარა დასახლებებს ვწვეოდი. გადავწყვიტე, თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარე გორში ჩავსულიყავი და ადგილობრივი "დილას" თამაში მენახა. თუმცა, ამ კლუბის სტადიონი რეკონსტრუქციაზე იყო და "ლოკომოტივთან" შეხვედრა თბილისში ჩატარდა, სადაც ფორმალურ მასპინძლად "დილა" ითვლებოდა.

სტადიონზე საკმაოდ უცნაური ატმოსფერო სუფევდა. ამხელა არენაზე მხოლოდ 200 ადამიანი იყო. თუმცა, ყველა მათგანი მეგობრული იყო. მათ უმრავლესობას "ლოკომოტივის" ფეხბურთელების ნათესავები და მეგობრები წარმოადგენდნენ. ბილეთის ფული არავის ჰქონდა გადახდილი. "დილამ" ჩათვალა, რომ ბილეთების დაბეჭდვა მათი გაყიდვიდან შემოსულ თანხაზე ძვირი დაჯდებოდა.

საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია. ბევრ ადამიანს ველაპარაკე და მათ თავიანთი ფეხბურთის შესახებ მომიყვნენ. უშუალოდ მატჩითაც ძალიან ვისიამოვნე, რადგან თამაშის ასეთი სტილი მანამდე არ მენახა. ქართველი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები, მაგრამ ძალიან არაათლეტურები არიან. ქართველები, როგორც წესი, ბურთს კარგად აკონტროლებენ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა, შესვენებაზე, რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწიეს.

უნდა შევამოწმო, შეხვედრია თუ არა საქართველოს ნაკრები ისლანდიას. ვეჭვობ, ფიზიკური მომზადება დახვეწილობას აჯობებდა."

ასეთი დაინახა რიგითმა გარე თვალმა ქართული ფეხბურთი - ტექნიკური, მაგრამ სიგარეტის კვამლში გახვეული.
mumu
09:53 19-07-2017
ჰაი დედასა ვისი დასაცინები გავხდით?? ფეხბურთი რომ ჰქვია მართლა ფეხებით კიარ უნდა ითამაშო გულით უნდა ითამაშო გუუულიიით და არ უნდა იძახო რასაც მიხდიან იმას ვაკეთებოოო ეს არის მთელი უბედურება ჩემი აზრით.
ძმა-ს
19:30 18-07-2017
მასეთი მწვრთნელის პოვნა ადვილი არ იქნებოდა:)))