დღეს თბილისის "დინამო" ლუგანსკის "ზორიას" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, თბილისის "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე ბოლო, მესამე ტესტ-მატჩს ჩაატარებს.

დინამოელთა მეტოქე ლუგანსკის "ზორია" იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "დინამომ" შეკრებაზე ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში თბილისელები სერბულ "ჩუკარიჩკის" დაუპირისპირდნენ. თამაში უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე მატჩში კი "დინამო" ხორვატიის "რუდეშს" შეხვდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ქართული კლუბი სამშობლოსკენ გეზს 13 ივლისს აიღებს. დინამოელთა პირველი მატჩი ეროვნულ ლიგაში 21 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ "დინამო" შეკრებაზე სინჯებზე მყოფ ფეხბურთელს, ნიკა ფილიევს დაემშვიდობა.