"სამტრედია" ბაქოშია და ქალაქში საკუთარი ავტობუსით გადაადგილდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოშია, სადაც 11 ივლისს, ადგილობრივ "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

როგორც azerisport.com იუწყება, საქართველოს ჩემპიონები ბაქოს ერთ-ერთ სასტუმროში უკვე დაბინავდნენ, ქალაქში კი საკუთარი ავტობუსით გადაადგილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

გამოცემამ ჩვენი ჩემპიონების ბაქოში გადაღებული ავტობუსის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ირონიული წარწერა გაუკეთა: "დააყენებს ხვალ საქართველოს ჩემპიონი "ავტობუსს" საკუთარ კართან?"

- გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის
- ლადო
ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...


სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ეს ფეხბურთელები შეიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეისვილი, ილია სტურუა, ოთარ სტურუა.
მცველები: გიორგი ახალაძე, ბაქარ ბალდე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა კასრაძე, დავით მანჯგალაძე, გიორგი მწედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, ვალერი ოლხოვი, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი დოლიძე.
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიგლა ბურკაძე, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, აკაკი ნინუა, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია.
თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი, დავით ჯიქია, ზაურ ხაბეიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე.