ბათუმის "დინამო" განადგურდა და ევროთასებს გამოეთიშა

AutoSharing Option
6 ივლისს პოლონეთში "იაგელონიასა" ბათუმის "დინამოს" შორის ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველების მარცხით ანგარიშით 0:4 დასრულდა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე "იაგელონიამ" ანგარიშის გახსნა მოახერხა. გატანილი გოლის ავტორი გუტიერი ტომელინი გახდა.

75-ე წუთზე ბათუმელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა თორნიკე თარხნიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

81-ე წუთზე კი პოლონელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ამჯერად ჩვენი კარის დალაშქვრა ფიოდორ სერნიჩმა შეძლო. 88-ე წუთზე "დინამოს" კარში მესამე გოლი გილერმე სიტიამ
შეაგდო, ხოლო დამატებულ წუთზე ლუკას სეკულსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ბათუმის "დინამომ" შინ ანგარიშით 0:1 წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.

ბათუმის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ანატოლი ტიმოფეევი, ბოის მახარაძე, გიორგი ქავთარაძე, თეიმურაზ შონია, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი.