ალტახი VS ჩიხურა - დაუფასებლობა არ იქნება

AutoSharing Option
დღეს, 6 ივლისს, საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტუმრად ავსტრიულ "ალტახთან" ჩაატარებს. მატჩი ავსტრიის ქალაქ ალტახის სტადიონზე, "ქეშპოინტ არენაზე" თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირდება ერთი კვირის წინ თბილისში ავსტრიული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა

- ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

სოსო ფრუიძის გუნდი თავდაპირველად ალტახის ახლოს, დაბა გოცში, სასტუმრო "ჰოტელ ამ გარნ მარკტში" დაბინავდა, მატჩის წინა დღეს კი ალტახის სტადიონზე წინასამატჩო ვარჯიში ჩაატარა.

ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლაუს შმიდტმა
თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

"ხვალინდელი თამაში ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან ევროასპარეზზე ეს ჩემი პირველი საშინაო მატჩია. მას აუცილებლად მთელი სერიოზულობით მოვეკიდებით და გამოვრიცხავთ მეტოქის დაუფასებლობას. ჩვენი მოწინააღმდეგე არის გუნდი, რომელსაც პირველ მატჩში ჰქონდა საგოლე შანსი. თუმცა, მას არ ვუფრთხით, რადგან საქართველოშიც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები".

"ჩიხურა" ავსტრიაში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია, ლევან კაკუბავა, ბაქარ მირცხულავა, ზაზა ჭელიძე, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, პაპუნა ფონიავა, გიორგი განუგრავა, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა, მიშა სარდალიშვილი, ბესიკ დეკანოიძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეთი არაფერი მინახია ჩიხურა რო ფეხბურთს თამაშობს გუნდი პირველივე წუთებიდან აგებდა და თითქოს იგებდნენ ისე ნელ ნელა მშვიდად მივიდნენ 90 წუთამდე.
Giorgi567
14:05 06-07-2017
0
რომელ ტელევიზიაზე იქნება ის არ ვიცი ან შეიძლება რამე ლინკზე იყოს
gura
13:44 06-07-2017
0

სიახლეები პოპულარული