იაგელონია VS დინამო (ბთ) - შემოვლითი გზებით

AutoSharing Option
დღეს, 6 ივლისს, ბათუმის "დინამო" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტუმრად პოლონეთში, "იაგელონიასთან" ჩაატარებს. შეხვედრა ქალაქ ბელოსტოკში თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართულ პირველ მატჩში პოლონურმა გუნდმა "დინამო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

- დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

საპასუხო მატჩის წინა დღეს ბათუმის "დინამომ" სტადიონ "მეისკი ბელოსტოკზე" ივარჯიშა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა კი პრესკონფერენციაზე ელგუჯა გრიგალაშვილთან ერთად ისაუბრა. ფროლოვის თქმით, მისი შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

ბათუმელთა თავკაცმა ჟურნალისტის მიერ მგზავრობასთან დაკავშირებით დასმულ
კითხვაზე თქვა, რომ გუნდმა 4 საათი თვითმფრინავით, ხოლო 4 საათი ავტობუსით იმგზავრა, რომლის მძღოლი სულ საცობებში ხვდებოდა და შემოვლითი გზებით ცდილობდა ადგილამდე მისვლას.

- ბათუმის "დინამო" პრესკონფერენცია: იმედია, ბედნიერები წავალთ სახლში

ბათუმელთა სიაში არ არიან ბრაზილიელი ჟოვინო ფლამარიონი და ბექა ჭკუასელი. ორივე ტრავმირებულია და პირველი თამაშიც გამოტოვეს. ასევე არ იქნება ნიკა კვანტალიანი, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაშია.

კონსტანტინ ფროლოვმა პოლონეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: რომან ტაკიძე, ანატოლი ტიმოფეევი;
მცველები: არჩილ ტვილდიანი, მირზა ფარტენაძე, ბექა მახარაძე, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, ანზორ სუხიაშვილი;
ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, გიორგი ქავთარაძე, თემურ შონია, ვაკო თევდორაძე, გუჯა გრიგალაშვილი, გეგი კეკუა, თორნიკე თარხნიშვილი;
თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, იაროსლავ კვასოვი, ოთარ მარცვალაძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ყველა ქართულ გუნდს
roma
17:18 06-07-2017
0
ჯრ იყო ტორპედომ რაღაც გასამართლებელი საბუთი რომ ვერ ნახა მთელი დღე ვიფრინეთო.ეხლა ამათმა დაიწყეს შემოვლითი გზებით გვატარესო. საინტერესოა ჩიხურა რას ამბობს? ქუთაისში რო ითამაშეთ რა გააკეთეთ?
Giorgi567
13:51 06-07-2017
0

სიახლეები პოპულარული