თბილისის "დინამო" დღეს შეკრებაზე პირველ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
ფოტო: "დინამოს" "ფეისბუქგვერდი"

დღეს, 4 ივლისს თბილისის "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

დინამოელების მეტოქე სერბული "ჩუკარიჩკი" იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.

კლუბი ბევრი ტიტულით ვერ დაიკვეხნის. "ჩუკარიჩკი" სერბეთის სუპერლიგის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანია 2014/15 და 2015/16 წლებში. 2014/15 წლების სეზონში კი "მთიელებმა" სერბეთის თასი მოიპოვეს.

მიმდინარე სეზონი "ჩუკარიჩკიმ" მე-9 ადგილზე დაამთავრა. 30 მატჩიდან ნენად ლალატოვიჩის გუნდმა 11 მოიგო და 12 წააგო.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლინკი დადეთ რა.
giogri
19:44 04-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული