"დინამო" სოსო ფრუიძის აბსურდულ ბრალდებაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველ ლევან სალუქვაძეს გაზეთმა "ლელომ" კომენტარი სთხოვა სოსო ფრუიძის განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურას" მწვრთნელმა "დინამოს" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გადაბირების მეთოდი დაუწუნა. საქმე ეხება საჩხერელთა შემტევ გიორგი ივანიშვილს, რომელიც, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს "დინამოში" უნდა გადასულიყო.

- სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამო" ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა

სალუქვაძის კომენტარი "ჩიხურა"-"ალტახის" მატჩამდეა ჩაწერილი:

"თბილისის "დინამო" აუცილებლად მოახდენს რეაგირებას "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის აბსურდულ ბრალდებაზე. ახლა კი ამისგან თავს შევიკავებთ, რადგან "ჩიხურას" ევროპალიგის მატჩი აქვს ჩასატარებელი "დინამო არენაზე". როგორც მთელი საქართველო,
ჩვენც მხურვალედ ვუქომაგებთ "ჩიხურას", რომელიც საშინაო მატჩს ჩვენს სტადიონზე ატარებს".

ამ საკითხთან დაკავშირებით სოსო ფრუიძემ "ალტახთან" თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა, სადაც დასძინა, რომ მისი სიტყვები არამხოლოდ თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს", "საბურთალოსა" და ქობულეთის "შუქურასაც" ეხებოდა...