ჩიხურა VS ალტახი - ჩვენც გვაქვს კოზირები

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და პირველ მატჩს ავსტრიულ "ალტახთან" ჩაატარებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს.

- შესაძლებელია! - რა გუნდია საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ალტახი"
- ევროთასები 2017/18. ჩვენ და ავსტრიელები: ერთი შემთხვევის გარდა

თამაშის წინა დღეს, ტრადიციულად, ორივე გუნდმა ქვეყნის მთავარ სარბიელზე ივარჯიშა, მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციები გამართეს. "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, წყვილში ფავორიტი ავსტრიული გუნდია, თუმცა "ჩიხურა" თავისი კოზირების გამოყენებას შეეცდება.

-fekhburthi/skhvadaskhva/105703-soso-fruidze-chveni-koziri-iqneba-sistsrafe.html" target="_blank">- სოსო ფრუიძე: ჩვენი კოზირი იქნება სისწრაფე

"ალტახის" მწვრთნელის, კლაუს შმიდტის თქმით, თბილისში უგოლო ფრე მისი გუნდისთვის ურიგო შედეგი არ იქნებოდა, ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გადაწყდება.

- "ალტახის" მწვრთნელი: უგოლო ფრითაც კმაყოფილები ვიქნებით

საჩხერის ჩიხურა
მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა კაშია, ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე;
ნახევარმცველები: გიორგი კორიფაძე, გიორგი განუგრავა, ნიკა გაბაძე, დენის დობროვოლსკი, თორნიკე გორგიაშვილი, პაპუნა ფონიავა;
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, მიხეილ სარდალიშვილი, თორნიკე მუმლაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ბესიკ დეკანოიძე, ნიკა გელაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კოზირები, ესენი ჯოკერს ხომ არ თამაშობენ? :))))
ha ha
12:24 29-06-2017
0
სამწუხაროდ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახებენ რა დონეზეა დაცემული საქართველოს ჩემპიონატი :-( ყველა გაქცევაზეა კლუბებიდანაც და საერთოდ ამ დაქცეული ქვეყნიდან ...
დათო რუსთავიდან
10:33 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული