სოსო ფრუიძე: ჩვენი კოზირი იქნება სისწრაფე

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "ალტახთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"ფავორიტი არის ჩვენი მეტოქე. ავსტრიის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ხელწამოსაკრავი არ არის. ორგანიზებული გუნდია, ძლიერი დაცვა ჰყავთ, შეტევაში გადადიან თამამად და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. გამოვყოფ რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ნეტცერს, საკიჩს, შტაინერს და სხვებს.

უაზროდ და ემოციურად არ თამაშობს გუნდი, ყოველთვის გეგმაზომიერად ანხორციელებენ შეტევას. ალბათ იგივე თამაშს ითამაშებენ, ჩაკეტავენ სივრცეებს და სწრაფი ფეხბურთელებით და სტანდარტული სიტუაციებით ეცდებიან წარმატების მიღწევას. თუმცა აქვთ მინუსებიც, ჩვენი
კოზირი იქნება სისწრაფე და ფიზიკური კონდინცია, თუ გვეყოფა", - განაცხადა ფრუიძემ.

მისივე თქმით, გუნდში დაბრუნდება გიორგი ივანიშვილი.

"ივანიშვილი დაბრუნდება გუნდში. მისი ფიზიკირი კონდინცია არ არის დამაკმაყოფილებელი თუმცა ვეცდებით მეორე თამაშისთვის მის მომზადებას. თბილისის "დინამო" ელაპარაკებოდა. ცუდია, რომ ევროტურნირების წინ ფეხბურთელებთან ხდება გუნდების ძრომიალი. გუნდს უნდა ელაპარაკებოდე ფეხბურთელის შესახებ როგორც წესია", -  განაცხადა ფრუიძემ.

ამასთან, მისი თქმით, გუნდზე ცუდად აისახა ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატი.

"ადრე უკეთ მომზადებულები ვხვდებოდით ევროტურნირებს. დასვენების და მომზადების მეტი დრო იყო. ჩემპიონატს მორჩა ჩვენი მეტოქე, მეტი დასვენების და მომზადების დრო ჰქონდათ", - აღნიშნა ფრუიძემ.

ხვალ, დინამო არენაზე, 20:00 საათზე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ჩიხურა" ავსტრიულ "ალტახს" დაუპირისპირდება.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის

- "ალტახის" მწვრთნელი: უგოლო ფრითაც კმაყოფილები ვიქნებით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მწვრთნელების მატჩისწინა განაცხადებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
საჩხერელი
14:20 29-06-2017
0
წარმატებები ,,ჩიხურა"-ს
giorgi
11:48 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული