ქუთაისის "ტორპედო": 16-საათიანი მგზავრობა და ვარჯიში სლოვაკეთში [PHOTO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთშია და ადგილობრივ "ტრენჩინთან" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 ივნისს, კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისიდან ჯერ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩაფრინდა, იქიდან კი სლოვაკურ თერმულ კურორტ პიეშტანიმდე (ტრენჩინს 30 კილომეტრითაა მოცილებული) ავტობუსით იმგზავრა და სასტუმრო "ჰოტელ პარკში" დაბინავდა.

16-საათიანი მგზავრობისა და დაღლილობის მიუხედავად, სასტუმროში დაბინავებიდან ნახევარ საათში გუნდი პიეშტანის მთავარ არენაზე სავარჯიშოდ მაინც გავიდა.

დღეს "ტორპედო" კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, "ტრენჩინთან" შეხვედრა კი
29 ივნისს, თბილისის დროით 19:20 სთ-ზე დაიწყება.

ქუთაისის "ტორპედო"
მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;
ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge


Sportall.Ge
"ტორპედოს" პრესსამსახურის ფოტოები
მკითხველის კომენტარები / 13 /
martali-ს
კარგად შეამჩნიე რომ ეს მორიგი მიზეზია!თუ წავაგეთ მგზავრობას ღავაბრალებთ,თუ ფრე (მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ) აი რა მაგრები ვართო იტყვიან! აბა 16 საათში ბრაზილიაში ჩავა კაცი

დავით 67
07:30 29-06-2017
0
გუნდი თბილისის დროით დილის ხუთის ნახევარზე გავიდა ქუთაისიდან და თბილისის დროით ცხრის ნახევარზე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. რამდენი გამოდის? უბრალო მათემატიკაა.
torpedo
06:25 29-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული