საჩხერის "ჩიხურა": სოსო ფრუიძემ 22-კაციანი საევროპე განაცხადი ჩამოწერა

AutoSharing Option
სამი დღეც და ქართული გუნდები ევროთასებზე ჩაებმებიან. ევროგათამაშებაზე წარსადგენი განაცხადი საჩხერის "ჩიხურამაც" დაასახელა.

- შესაძლებელია! - რა გუნდია საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ალტახი"

გუნდის მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის სიაში 22 ფეხბურთელია:

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა კაშია, ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე;
ნახევარმცველები: გიორგი კორიფაძე, გიორგი განუგრავა, ნიკა გაბაძე, დენის დობროვოლსკი, თორნიკე გორგიაშვილი, პაპუნა ფონიავა;
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, მიხეილ სარდალიშვილი, თორნიკე მუმლაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ბესიკ დეკანოიძე, ნიკა გელაშვილი.

"ჩიხურა" უეფას
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიულ "ალტახს" 29 ივნისს თბილისში, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩის დასაწყისად თავიდან 21 საათი დასახელდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ თამაში 20 საათზე დაიწყება. 6 ივლისს კი "ჩიხურა" ავსტრიაში, "შნაბენჰოლც არენაზე" ესტუმრება მეტოქეს.

საჩხერელთა პრესსამსახურმა ავსტრიელებთან თამაშამდელი გრაფიკი გამოაქვეყნა: 28 ივნისს ორივე გუნდი "დინამო არენაზე" წინასამატჩოდ ივარჯიშებს, ხოლო 19:30 საათზე "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაა დანიშნული. "ალტახის" დამრიგებელი კი მედიას ნახევარი საათით ადრე, 19 საათზე შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია სამივე თამაშის პირდაპირი ეთერი იქნება? ვინმემ მითხარით
gura
22:18 27-06-2017
0
ამ სასტავიტ დაანგრევენ ევროპას
qomagi
16:46 27-06-2017
0

სიახლეები პოპულარული