"ტორპედომ" განაცხადი გამოაქვეყნა, "ტრენჩინმა" - მატჩის დრო და ადგილი

AutoSharing Option
ფოტოზე: სტადიონი "ნა სიჰოტი"
სლოვაკურმა "ტრენჩინმა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოსთან" შეხვედრის ადგილი, დრო და ბილეთის ფასი გამოაცხადა. ქუთაისელები პირველ მატჩს გასვლაზე, სლოვაკეთში გამართავენ.

საინტერესოა, რომ "ტრენჩინის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ნა სიჰოტი" 29 ივნისს ევროპის საკლუბო ტურნირის მატჩს არსებობის ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. აქამდე "ტრენჩინი" ამ დონის საშინაო თამაშებს მეზობელ ქალაქებში, მეტწილად, ჟილინაში ატარებდა. არადა, 2000 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამ შეხვედრას უმასპინძლა.

მას მერე "ნა სიჰოტიზე" სალიცენზიო პირობების გასაუმჯობესებლად ბევრი იმუშავეს და ტრენჩინელებმა უეფასგან ევროპალიგის მატჩების საშინაო არენაზე ჩატარების უფლება
მიიღეს.

"ნა სიჰოტი" 3500 მაყურებელს იტევს, საიდანაც დასაჯდომი ადგილი 3 ათასია. მოედნის ზომა, რომლის საფარიც ხელოვნურია, 105 მ X 68 მ-ზეა. სტადიონს ტრენჩინის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, შუა საუკუნეებში აშენებული ტაძარი ტრენჩიანსკი გრადი გადაჰყურებს, რომელიც სლოვაკეთში სიდიდით მესამეა.

"ტრენჩინი"-"ტორპედო" 29 ივნისს, ჩვენი დროით 19:20 საათზე დაიწყება. გამოცხადებულია თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი, რომელიც ბავშვებისთვის 3 ევროა, ხოლო მაქსიმუმი - 8 ევრო. ერთგული ფანებისთვის შეღავათებია დაწესებული.

ამასობაში, ქუთაისის "ტორპედომ" საევროპალიგო განაცხადი გამოაქვეყნა:

მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;
ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტავდამსხმელი არ იყო საბანაძე რომ ვერ მოახდდინა მწვრთნელმა როტაცია ისე რომ გული არავის დაწყვეტოდა...ახალი პატრონის არც მე მჯერა,ისევ ჯობდა მერიის ყოფილიყო,ამ დროს მიაღწია გუნდმა წარმატებას,ცვლილებები კი მუდამ არეულობასთანაა დაკავშირებული..
martali
23:54 26-06-2017
0
ზოგიერთი "პატრიოტი" სტადიონზე მისვლას არ აპირებს... მე კი, წარმატებას ვუსურვებ "ტორპედოს"...
tngh
15:48 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული