[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" ანგისას საწვრთნელი ბაზის მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერებული იყო და მხოლოდ ორიოდე თვის წინ განახლდა, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, კარგი ტემპით მიმდინარეობს და წესით, სპორტული კომპლექსი დეკემბერში უნდა გაიხსნას - სწორედ ასეთია აჭარის ხელისუფლების დაპირება.

ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების გარდა, კომპლექსში მოეწყობა 100 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო, სპორტსმენების ვარჯიშისა და დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოცულობითი ტერიტორია პარკინგისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაათვალიერა და მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

"ეს არის ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოს" არ ჰქონდა საწვრთნელი ბაზა და მეზობელ რაიონში ვარჯიშობდა, მაგრამ მალე გუნდს არაჩვეულებრივი ბაზა ექნება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს არის საკმაოდ ღირებული პროექტი, რომელზეც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება", - განაცხადა პატარაძემ.

სპორტული ბაზის მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ელექტრომშენმა" ვალდებულება არ შეასრულა. ამის გამო მასთან ხელშეკრულება შეწყდა. საინტერესოა, რომ "ელექტრომშენის" ანგარიშზე ბათუმის მერიამ 2 მილიონი ლარი ავანსად ჩარიცხა, რაც გარანტორი ბანკისგან შემდეგ უკანვე დაიბრუნა.

ახალ ტენდერში პროექტის განხორციელების უფლება შპს "მონოლითი 2005"-მა მოიპოვა და მშენებლობას ამჯერად სწორედ ეს კომპანია ახორციელებს. საინტერესოა, რომ ინდივიდუალური სკამები უკვე შეიძინეს და მის დამონტაჟებას მალე დაიწყებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ხდება სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით? ამაზე სისტემატურად უნდა იწერებოდეს ინფორმაცია, რომ არ მოდუნდეს ყურადღება.
gizog
16:48 24-06-2017
0
ბატუმსჰი გაანგურეს 3 სტადიონი....
otar
03:00 24-06-2017
0

სიახლეები პოპულარული