"კოლხეთის" ყოფილი მცველი: "ყარაბაღი" "სამტრედიას" მოუგებს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა მცველმა რასიმ რამალდანოვმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა, რომელმაც ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები, "სამტრედია" და "ყარაბაღი" დააპირისპირა.

დღეს, 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.

- გია ცეცაძე: ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა - "ყარაბაღზე" ძლიერებიც იყვნენ!
- "ყარაბაღის" თავკაცი: წილისყრამ ყველაზე რთული მეტოქე - "სამტრედია" გვარგუნა

"ყარაბაღს" წარმატებებს ვუსურვებ და
ვფიქრობ, ქართული კლუბის ბარიერს დაძლევს. დღეს "სამტრედია" არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ გუნდის გამოსვლას თვალს ვადევნებდი. შარშან, როდესაც "კოლხეთში" ვთამაშობდი, "სამტრედია" მაშინ გაცილებით ძლიერი იყო. ველაპარაკე თანაგუნდელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ "სამტრედია" დასუსტდა. თუკი "ყარაბაღი" თავის თამაშს აჩვენებს, მეტოქეს აჯობებს. ყველამ ვიცით, რომ "ყარაბაღი" ძლიერია", - უთხრა რამალდანოვმა azerisport.com-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგასაც ვნახავთ,
kaxa
09:56 20-06-2017
0

სიახლეები პოპულარული