ბათუმის "დინამოს" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ბათუმის "დინამოს" მეტოქის ვინაობა გაირკვა.

გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორების პირველი მეტოქე ევროპალიგაზე პოლონური "იაგელონია" იქნება.

- სად ჩაატარებენ ქართული კლუბები ევროთასების საშინაო მატჩებს


ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 29 ივნისსა და 6 ივლისს ჩატარდება. პირველ მატჩს კონსტანტინ ფროლოვის გუნდი სტუმრად გამართავს.