ლეგენდების გალა-მატჩში უკრაინამ საქართველო დაამარცხა [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მაისს, კიევში, საქართველოსა და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტადიონ "ოლიმპიისკიზე" მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი სერგეი ნაზარენკომ გაიტანა.

ლეგენდების გალა-მატჩი საქართველოს და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციებისა და კომპანია "აგრობიზნესის" ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცება და ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა იყო.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ლომაია.
მცველები: ლევან კობიაშვბილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, გელა შეყილაძე, გიორგი რევაზიშვილი, ლევან სილაგაძე.
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი
ანჩაბაძე, ლადო ბურდული.
თავდამსხმელები: დავიდ მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, დავით სირაძე, მიხეილ ჯიშკარიანი.
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge