გიორგი ჩაკვეტაძით მოსკოვის ცსკა-სა და ბელგიურ "გენკში" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით ორი უცხოური კლუბია დაინტერესებული. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, გიორგის მოსკოვის ცსკა-სა და ბელგიური "გენკის" წარმომადგენლები აკვირდებიან.

ბელგიელთა ინტერესზე გამოცემასთან ინტერვიუში ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა ისაუბრა, რომლის თქმით, "გენკის" მენეჯერმა უკრაინელ სპეციალისტს ფეხბურთელზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

"დამიკავშირდა მენეჯერი, რომელიც "გენკთან" თანამშრომლობს და დაინტერესდა, ვინ არის ჩაკვეტაძე, რა მონაცემები აქვს, შეუძლია თუ არა ბელგიის დონეზე თავის დამკვიდრება... და ასე შემდეგ, როგორც ასეთ დროს კითხულობენ ხოლმე.

საგანგებოდ ვუყურე "ტორპედო"-"დინამოს" თამაშს, ჩავწერე და მატჩის
გაანალიზებამდე, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა, რომ ეს ბიჭი ტალანტია. ჩემი აზრით, თუ შრომას გააგრძელებს, დიდი მომავალი ექნება. ჯერ უნდა გავაანალიზო მისი თამაში, დავწერო დასკვნა და ჩემი ნაცნობი მენეჯერი ამ ინფორმაციას მიაწვდის "გენკის" ხელმძღვანელობას", - უთხრა "ლელოს" შტელინმა.

ჯერჯერობით უცნობია, რეალური წინადადების შემთხვევაში, დათმობს თუ არა თავად "დინამო" ნორჩ ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი და 4 საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
საერთოდ აჯობებს ,რომ ახალგაზრდა დინამოელებმა თავიდან ამოიგდონ ყოველგვარი ფიქრიც კი დინამოდან წასვლაზე ევროტურნირებამდე,თორემ ფსიქოლოგიურად კონცენტარციას დაკარგავენ ,შესაბამისად არც სათანადო პროგრესი იქნება თამაშში....პ.ს. პირველ რიგში ქართული ფეხბურთის ,ეროვნული ნაკრების,თითოეული ქართველი ფეხბურთელის ქომაგის პოზიციიდან....ახალგაზრდა გუნდი თამაშობს(!) და ყველა ფეხბურთელი პროგრესირებს
ზაზა
02:16 13-05-2017
0
მომავალ ზაფხულამდე (ევროტურნირამდე)არცერთ ახალგაზრდა დინამოელს არ ვურჩევდი არსად წასვლას.ჯერ მაქსიმალური პოტენციალი აქ შეუძლიათ გამოამჟღავნონ და სრულიად მომზადებულები წავიდნენ კარგ ევროპულ( რუსეთი დაივიწყონ,განსაკუთრებით ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა) კლუბში!კახი კაჭარავასთან და უკრაინელ ფიზიკის მწვრთნელთან ერთად შეუძლიათ მოუმატონ და ....
ზაზა
02:16 13-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული