ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია მეორედ მასპინძლობს ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს 17-წლამდელ ფეხბურთელებს შორის.

გუშინ, 20 აპრილს, "დინამოს" აკადემიაში ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა...

გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ყოფილი დინამოელი, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ასევე ვეტერანი დინამოელები - ვიტალი დარასელიას ყოფილი თანაგუნდელები. წამყვანებად კი მიწვეულნი იყვნენ ცნობილი სპორტული კომენტატორები - ჯამლეტ ხუხაშვილი და დიმიტრი ობოლაძე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ:
"წელს ვაგრძელებთ ტრადიციას და მეორედ ვატარებთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს. მნიშვნელოვანია ამ ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობა - ნახეთ, რა გუნდებია!..

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სტუმრებს - მინისტრებს, ვეტერანებს!.. ასევე, ბატონ ივო შუშაკს, რომელიც ძალიან ახლობელია თბილისის "დინამოსთვის". დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ორგანიზატორებს, რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს თქვენთვის და ამ ახალგაზრდებისთვის.

მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ გუნდს. გაიმარჯვებს ის, ვინც დაიმსახურებს".

გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ტურნირის პირველი ტურის მატჩები:

A ჯგუფი
დინამო (თბ)-გენტი 0:2
0:1 დე გრეევე (45), 0:2 სამოსი (67)
ტურნირის გახსნით მატჩში "დინამო" ბელგიურ "გენტს" დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა თამაში დათმეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. აი, მეორე ნახევარში კი სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და ეს ორ გოლშიც ასახეს. პირველი მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ ეს "დინამოს" საქმეს სერიოზულად ურთულებს. ფაქტია, გოჩაშვილის შეგირდებს უკეთ თამაში მართებთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინტერი-გაბალა 2:1
1:0 ბრიგატი (9), 2:0 ვერგანი (33-პენ), 2:1 მაჰაროვი (39)
"ინტერმა" პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა ჩვენი მეზობელი ჭაბუკები, რაც მილანელთა მიერ გატანილ ორ გოლში გამოიხატა. მეორე ნახევარში კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
უკვე აზერბაიჯანელებმა გამოიღეს ხელი, თუმცა ქულა მაინც ვერ მოიპოვეს. ამადაც იყო, მეორე ტაიმში იტალიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო რომ დარჩა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

B ჯგუფი

ალკმაარი-დინამო (კ) 0:2
0:1 ვოლოშინი (12), 0:2 მიხაილენკო (69)
კიევის "დინამომ" მინი-სენსაცია შემოგვთავაზა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. "ალკმაარი" წლეულსაც კარგი გუნდი ჩანს, მაგრამ კიეველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაქსიმალურად გამოიყენეს საგოლე შანსები და, ამასთან ერთად, შესანიშნავად შეასრულეს სტანდარტული სიტუაციები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტრაბზონსფორი-დინამო (ზ) 0:0
ტაიმები ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავებული იყო. პირველ ნახევარში უკეთ ხორვატები გამოიყურებოდნენ, მეორეში კი უკვე თურქებმა იძალეს. "ტრაბზონსფორი" თურქეთის ასაკობრივი ჩემპიონატის "ოთხთა ფინალისთვის" ემზადება. ხორვატების სამწვრთნელო შტაბი შედეგით კმაყოფილი დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურნირის განრიგი
A ჯგუფი
დინამო (თბილისი, საქართველო)
ინტერი (მილანი, იტალია)
გაბალა (აზერბაიჯანი)
გენტი (ბელგია)

B ჯგუფი
ალკმაარი (ჰოლანდია)
დინამო (ზაგრები, ხორვატია)
ტრაბზონსფორი (თურქეთი)
დინამო (კიევი, უკრაინა)

ჯგუფური ეტაპი
21 აპრილი
ტრაბზონსფორი-ალკმაარი 12:00
დინამო (კ)-დინამო (ზ) 14:00
გაბალა-დინამო (თბ) 16:00
გენტი-ინტერი 18:00

22 აპრილი
გაბალა-გენტი 12:00
დინამო (თბ)-ინტერი 14:00
ალკმაარი-დინამო (ზ) 16:00
დინამო (კ)-ტრაბზონსფორი 18:00

ნახევარფინალები
24 აპრილი
A1-B2 16:00
B1-A2 18:00

დასკვნითი დღე
25 აპრილი
მატჩი VII ადგილისთვის 10:00
მატჩი V ადგილისთვის 12:00
მატჩი III ადგილისთვის 14:00
ფინალი. 16:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ სადმე რეგიონში კარგი ბავსვი გამოჩნდა ეგრევე მიყავს დინამოს ან საბურთალოს ასუსტებენ იმ რეგიონის გუნდს და მერე უგებენ დიდი ანგარისებით და საერთაშორისო ტურნირებზე რო გადიან ადვილად მარცხდებიან,ეგ იმიტომ ხდება რომ სათანადო სპარინგები არ არის ჩვენთან
giorgi
14:14 22-04-2017
0
სანამ საქართველოში ასაკობრივი ჩემპიონატი 3 გუნდის,დინამოს ლოკომოტივის,და საბურთალოს ჩემპიონატად იქნება,მანამდე არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს.რეგიონებში საერთოდ მკვდარია ბავშვთა ფეხბურთი აღარავის აღარ უნდა თამაში.
giorgi
14:11 22-04-2017
0
ან რო აგიჩემებიათ ხამებივით დინამოს წარუმატებლობააა რომელს ყავს უკეთესი ახალგაზრდობაა საქართველოში ? ვინ ზრდის უკეთეს მოთამაშეებს ? წარმატებები ბიჭებს მიდით იშრომეთ და გამოვა ყველაფერი
lasha
04:24 22-04-2017
0
არა სხვა გუნდის გულშემატკივრები დ აუვიცები როო გაკიცხავენ ფიფიას გასაგება მარაა დინამოელებს რაღა გჭირთ რასქვია წვაიდეს? ვინ მოვა უკეთესი ? ვინ დაარჯავს ამდენ ფულს მოგების გარეშე თუ გგონით ამ მილიონებს სკოლიდან შემოსული ფულით აინაზღაურებს ?
lasha
04:21 22-04-2017
0
ყველა 2001 გუნდებია და დინამოს ნახევარი გუნდი 2000 წლიანებია.მაინც არაა ჩვენი საშველი.სხვაგან ვარტ სხვაგან
Baxva
17:49 21-04-2017
0
ფიფიას ასცავლედ ფეგბურტი ან გაუსჰვიდ დაუბრუნედ დახარჯულის 5 პროცენტი დანარჰენი ჯარიმა დინამო დაზარალა
dinamo
14:30 21-04-2017
0
არც ერთი ასაკობრივი დინამო არ თამაშობს ფეხბურთს.ესენი თამაშობენ კიარა წვალობენ და იტანჯებიან მინდორზე.
გოგა
14:22 21-04-2017
0
მოგების იმედი გქონდათ. უნდა ვიყოთ რეალისტები!
გოგი ქუთაისელი
14:16 21-04-2017
0
egaa tkveni nakebi dinamos agsazrdelebi? arastor fexburts rato astavlit am bavshvebs? me vfikrob, rom kartvel trenerebs aranairi kvalifikazia ara aakvt da ra tkma unda araprofesionalebi arian, ogond fuli ishovon)))
gabrieli
12:30 21-04-2017
0
სიახლეები პოპულარული